სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება - გავზომოთ დრო.
პროექტის მთავარი იდეა- მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები დროის განსაზღვრისა და დროის სხვადასხვა საზომი ერთეულების ურთიერთკავშირისა, დროის სარტყელისა და სარტყელის მიხედვით დროის ცვლილებისა. გაიგონ , რატომ არის ყოველი მეოთხე წელი ნაკიანი და გაარკვიონ მისი გამომწვევი მიზეზები.
პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებისთვის გასაგები იქნება სხვადასხვა ქვეყანაშისხვადასხვა დროის განპირობებულობა,ნაკიანი წლის არსებობა და მისი გამომწვევი მიზეზები, გაეცნობიან სხვადასხვა სახის კალენდარს და შეექმნებათ წარმოდგენა თუ როგორ ზომავდნენ ძველად დროს
პროექტის მიზანი – მოსწავლეებმა შეძლონ თვისობრივი, რაოდენობრივი და ვიზუალური მასალის შეგროვება, ინტერპრეტაცია და ანალიზი მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოაწესრიგონ და წარადგინონ მათ მიერ შეგროვილი ინფორმაცია.
მოსწავლეთა ასაკი – 11-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა – 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები განივითარებენ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების და გაცვლის, დასკვნების გაკეთების,აზრის დასაბუთების უნარ–ჩვევებს.
პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, რუკები, სურათები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა I. ვირჩევთ პროექტის თემას მოსწავლეებთან ერთად.
აქტივობა I I. კლასს ვყოფთ 3 ჯგუფად და ვანაწილებთ დავალებას. ვაძლევ კითხვებს, რომელზედაც უნდა იმუშაონ,მოიძიონ მასალები და წარადგინონ კლასის წინაშე.
კითხვები პროექტის მოსამზადებლად.
· დროის საზომი ერთეულები,საათები და მათი ტიპები.
· რა არის დროის სარტყელი.
· დროის ცვლილება დროის სარტყელის მიხედვით.
· კალენდარი და მისი ისტორია
· ნაკიანი წელი და მისი გამომწვევი მიზეზები.
· როგორ ზომავდნენ ძველად დროს.
· დროის ათვლა ძველ საქართველოში.
· დროში განსხვავებული ქვეყნები.
აქტივობა I I I. ჯგუფები კლასის წინაშე წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას,ახდენენ პრეზენტაციას და გამოაქვთ დასკვნა.
საგანთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ესგ–სთან კავშირი.
მათ.VI.3.მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
· გამოსახავს დროის დიდ ერთეულს მცირე ერთეულით.
· იყენებს დროის ერთეულებს შორის თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით პოულობს დროის ინტერვალს.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ღლონტი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninoglonti.61.@gmeil.com
No comments:
Post a Comment