გავზომოთ დრო

                                       სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება - გავზომოთ  დრო.
         პროექტის  მთავარი  იდეა-  მოსწავლეებმა  შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები დროის  განსაზღვრისა  და  დროის  სხვადასხვა საზომი  ერთეულების  ურთიერთკავშირისა, დროის სარტყელისა და სარტყელის  მიხედვით დროის ცვლილებისა. გაიგონ , რატომ  არის  ყოველი  მეოთხე  წელი  ნაკიანი და გაარკვიონ  მისი  გამომწვევი  მიზეზები. 


         პროექტის  აქტუალობა-მოსწავლეებისთვის  გასაგები  იქნება  სხვადასხვა ქვეყანაშისხვადასხვა დროის  განპირობებულობა,ნაკიანი წლის არსებობა და მისი გამომწვევი მიზეზები, გაეცნობიან სხვადასხვა სახის კალენდარს და შეექმნებათ წარმოდგენა თუ როგორ ზომავდნენ ძველად დროს


         პროექტის მიზანი – მოსწავლეებმა შეძლონ თვისობრივი, რაოდენობრივი და ვიზუალური მასალის შეგროვება, ინტერპრეტაცია და ანალიზი მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოაწესრიგონ და წარადგინონ მათ მიერ შეგროვილი ინფორმაცია.

 მოსწავლეთა ასაკი – 11-12 წელი.
ადები/ხანგრძლივობა – 5 დღე.
         მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები განივითარებენ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების და გაცვლის, დასკვნების გაკეთების,აზრის დასაბუთების უნარ–ჩვევებს.
         პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, რუკები, სურათები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
         პროექტის მსვლელობა
აქტივობა I. ვირჩევთ პროექტის თემას მოსწავლეებთან ერთად.
აქტივობა I I. კლასს ვყოფთ 3 ჯგუფად და ვანაწილებთ დავალებას. ვაძლევ კითხვებს, რომელზედაც უნდა იმუშაონ,მოიძიონ მასალები და წარადგინონ კლასის წინაშე.
         კითხვები პროექტის მოსამზადებლად.
·       დროის საზომი ერთეულები,საათები და მათი ტიპები.
·       რა არის დროის სარტყელი.
·       დროის ცვლილება დროის სარტყელის მიხედვით.
·       კალენდარი და მისი ისტორია
·       ნაკიანი წელი და მისი გამომწვევი მიზეზები.
·       როგორ ზომავდნენ ძველად დროს.
·       დროის ათვლა ძველ საქართველოში.
·       დროში განსხვავებული ქვეყნები.

აქტივობა I I I. ჯგუფები კლასის წინაშე წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას,ახდენენ პრეზენტაციას და გამოაქვთ დასკვნა.

საგანთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ესგ–სთან კავშირი.
მათ.VI.3.მოსწავლეს  შეუძლია  ზომის  სხვადასხვა  ერთეულების  ერთმანეთთან  დაკავშირება  და  გამოყენება.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე

·       გამოსახავს  დროის  დიდ  ერთეულს  მცირე  ერთეულით.
·       იყენებს  დროის  ერთეულებს შორის  თანაფარდობას  და  არითმეტიკული  მოქმედებების  გამოყენებით  პოულობს  დროის  ინტერვალს.


პროექტის  ხელმძღვანელი:  ნინო  ღლონტი
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: ninoglonti.61.@gmeil.com